ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ჩვენი მიზანი ორივე მატჩის მოგებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მუდმივად ჩვენს გვერდით იდგნენ, ამ თამაშებზეც დაგვიჭირონ მხარი. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერა ისევ დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გუნდზე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

ფარერის კუნძულებზე რთული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ვინც ის მატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. მჯერა, საკუთარ მოედანზე ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. თუ გარკვეულ დეტალებს გამოვასწორებთ და იმ კომპონენტებს დავამატებთ, რაც წინა შეხვედრაში დაგვაკლდა, ვფიქრობ, გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, ვიცით, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად ამისა, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით და სრული კონცენტრაციით, იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ და საკვალიფიკაციო ეტაპს დადებითად დავასრულებთ”.