ლიგა-4 ში აღზევებულმა ახალციხის “სამცხე” ახალი სეზონისთვის აქაყიურად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მთავრმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშივილმა დატოვა, კლუბის მენეჯმენტმა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება შეძლო და მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ იქნება მათი პროგრამა მაქსიმუმი.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში “სამცხემ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ხაშურში ადგილობრივ “ივერიასთან” 2-0 დამარცხდა, პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 66-ე წუთზე ივერია ჯერ ლუკა ზაზიკაშვილმა დააწინაურა, ხოლო 76-ე წუთზე სინჯებზე მყოფმა გიორგი გელაშვილმა გამოიჩინა თავი.
მომდევნო ახმხანაგურ შეხვედრას “სამცხე” 2 მარტს “ვიტ-ჯორჯია 2”-ის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 4-ის გათამაშება სტარტს 1 აპრილს აიღებს, სამცხე პირველი ტურის შეხვედრას “არაგველების” წინააღმდეგ გამართავს. მატჩის ჩატარების ზუსტი ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.