ᲙᲠᲘᲡᲢᲐᲚᲑᲔᲗ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲚᲘᲒᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲢᲣᲠᲨᲘ ᲘᲑᲔᲠᲘᲐ ᲓᲐᲣᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲔᲚᲘᲐ!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში იბერია დაუმარცხებელია!

2017 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ჩატარებულ ცხრა საწყის შეხვედრაში გუნდმა რვაჯერ იმარჯვა და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა. ამ 9 მატჩში იბერიამ 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 მიიღო, კარის მშრალად დაცვა 6 მატჩში მოვახერხეთ.

ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ ᲡᲔᲖᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ:

2017 — იბერია 1:0 ტორპედო
გოლი: გიორგი კოხრეიძე

2018 — იბერია 3:1 სიონი
გოლები: თედორე გრიგალაშვილი, დავით ვოლკოვი (2)

2019 — იბერია 1:0 დინამო ბათუმი
გოლი: ოგნიენ როლოვიჩი

2020 — იბერია 2:1 ჩიხურა
გოლები: იური ტაბატაძე, გიორგი გაბედავა

2021 — იბერია 2:0 ლოკომოტივი
გოლები: გიორგი ჯგერენაია, გიორგი გოჩოლეიშვილი

2022 — იბერია 2:1 სამგურალი
გოლები: იური ტაბატაძე, ბაქარ ქარდავა

2023 — იბერია 0:0 ტორპედო

2024 — იბერია 1:0 თელავი
გოლი: შოთა ნონიკაშვილი

2025 — იბერია 2:0 თელავი
გოლები: გიზო მამაგეიშვილი, გიორგი ტაბატაძე