ახალციხის სამცხე ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. როგორც, მოგეხსენებათ, ლიგა 4-ის გათამაშება სტარტს 1 აპრილს აიღებს და მატჩების დანაკლისს ახალცხიელები ამხანაგური თამაშებით ივსებენ.
გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე ამხანაგური შეხვერდა. “სამცხე” ხაშურში გასვლით შეხვედრაში 2-0 დამარცხა. ამის შემდეგ, კი 2 მარტს “სამცხე” “ვიტ-ჯორჯიას 2”-ს შეხვდა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. შეხვედრაში გოლები პირველ ტაიმში გავიდა, მე-20 წუთზე ახალციხე ჯიმშერ მაშავამ დააწინაურა ხოლო “ვიტ-ჯორჯია-2”-მა ანგარიში 37-ე წუთზე გაათანაბრა. მიუხედავ იმისა, რომ ორივე გუნდს არაერთი მომენტი შეექმნა გუნდებმა მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს.
“სამცხე” ბოლომდე დაკომპლექტებული არაა და მიმდინარეობს ფეხბურთელების გამოცდა. სამწვრთნელო შტაბი სინჯებზე მყოფი ფეხბურთელების შესახებ გადაწყვეტილებს უახლოეს დღეებში მიიღებენ. გუნდმა აგრეთვე დაგეგმა რამდენიმე შეხვედრა რომლებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.