მუსელიანი ახალწვეულია, შეყილაძე ტრავმირებულია…

ზურაბ მუსელიანი კარიერას “დილაში” გააგრძელებს, – ინფორმაციას გორული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 26 წლის შემტევი ბოლოს კვიპროსის უმაღლესი ლიგის ბინადარ ” პარალიმნიში” თამაშობდა.

მუსელიანს შეუძლია თამაში როგორც ცენტრფორვარდად, ასევე – შეტევის ორივე ფლანგზე. მან კარიერა “ვიტ ჯორჯიაში” დაიწყო, რის შემდეგაც ეროვნულ ლიგაში “შუქურასა” და “გაგრას” ღირსებს იცავდა შემდეგ კი ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ – კვიპროსის, სამხრეთ კორეისა და ბოსნიის ჩემპიონატებშიც მოსინჯა.

იყო საქართველოს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც. შესაძლოა, “დილაში” მისი მიწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შოთა შეყილაძის ტრავმა იყოს. როგორც გორული კლუბის ოფიციალური გვერდი წერს, 26 წლის ფორვარდი წინასასეზონო მზადების პერიოდში დაშავდა და გარკვეული პერიოდი გაუცდება.