“დილას” კიდევ ერთი ახალწვეული აფრიკიდან…

21 წლის კოტდივუარელი შემტევი ნახევარმცველი კლოდ ლუის კუაკუ “დილას” ფეხბურთელია. ის გორულ კლუბს ავსტრიული “ვოლფსბერგერიდან” შეუერთდა. ახალგაზრდა ნახევარმცველს თამაში შეუძლია როგორც “ათიანის” პოზიციაზე, ასევე, ცენტრალურ და მარჯვენა ნახევარმცველად.

კუაკუმ საკლუბო კარიერა სამშობლოში დაიწყო, რის შემდეგაც ისრაელის ჩემპიონატში, კერძოდ, “ბნეი იეჰუდასა” და “ჰაპოელ აკრეში” ასპარეზობდა, მერე კი ავსტრიის ბუნდესლიგაში გადაბარგდა.

“დილამ” რამდენიმე საინტერესო ლეგიონერი შეიმატა ახალი სეზონის წინ და კოტდივუარელიც ამ კოჰორტიდან უნდა იყოს.