ლამაზი გამარჯვება დანიასთან, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლეულია!

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში დანიას უმასპინძლა და ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინ, კვლავ 89 ქულა ჩაუგდო, ოღონდ, თავად 11-ით ნაკლები მიიღო – 89:60.

დანიასთან მეორე გამარჯვება საკმარისი იყო შემდგომ საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასასვლელად. მთელი რიგ ეპიზოდებში ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა მაღალი დონის კალათბურთი აჩვენა და იმედი დაგვიტოვა, რომ უფრო წინაც წავალთ…

ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტი – 29 ქულა დააგროვა ახალწვეულმა მარკიზ რიდმა. 2 ქულით ნაკლები აიღო თორნიკე შენგელიამ, თუმცა მის აქტივში ორმაგი დუბლია (27ქ, 11მ).

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი 2 თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი. 2 ივლისს სტუმრად ვეთამაშებით უკრაინას, ხოლო 5 ივლისს ესპანეთის ეროვნულ გუნდს მივიღებთ…