დანიასთან საშინაო გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა, თამაში შეაფასა:
“მიზანს მივაღწიეთ და ეს არ ყოფილა მარტივი. გვინდა, ყოველი მომდევნო მატჩი, რაც შეიძლება, მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რესურსი პროგრესისთვის ჯერ კიდევ არის.
მადლობელი ვარ თითოეული მოთამაშის. მერკვილაძეს დრო მივეცით და თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა, მჯერა, მეტიც შეუძლია.
ხატიაშვილის შემთხვევაში განსხვავებული სიტუაცია. გულწრფელად ვამბობ – ეს სიტუაცია ძალიან არ მომწონს. ის ჯერ 17 წლისაა და სამწუხაროდ, კლუბი არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ნაკრებთან მეტი დრო გაატაროს.
ფაქტია, ის ნიჭიერი ბიჭია, თუმცა ნიჭს ბევრი მუშაობა უნდა უმგრებდეს ზურგს. უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ მომზადებაზე უნდა იზრუნოს.
ორი წელია ვიცნობ და პირდაპირ გეტყვით – მისი პროგრესის ტემპით უკმაყოფილო ვარ. თუ მას სურს, ნამდვილი პროფესიონალი გახდეს და თავისი პოტენციალის შესაფერის დონეს მიაღწიოს, რაღაცები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
1991 წლიდან სამწვრთნელო საქმეში ვარ და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მინახავს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი პოტენციალი ვერ გამოავლინა.
პროფესიონალი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გვერდით უნდა გადადო. ეს არ არის ჰობი, ეს პროფესიაა. დიდი შეცდომა იქნება, თუ მას მუდმივად ვეტყვით, რომ წინ კიდევ დიდი დრო აქვს. დრო სწრაფად გადის და ეს უნდა იცოდეს”, – თქვა სერბმა სპეციალისტმა.