როგორც უკვე მოგახსენეთ საფეხბურთო კლუბი “ბორჯომი” ახალი სეზონისთვის აქატიურად ემზადება. გუნდმა არაერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და გუნდის ბირთვი მეტ-ნეკლბად უკვე დაკომპლექტდა კიდეც.
ბორჯომელებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა ვანის “სულორის” წინააღმდეგ გამართეს და მატჩი 1-1 დასრულდა. შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს არაერთი მომენტი ჰქონდა თამაშში მეტი ბურთი აღარ გასულა. ჯავახებს 5 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ და ახალ სეზონს კარგ განწყობაზეც ხვდებიან.
შემდეგ ამხანგურ შეხვედრას “ბორჯომი” 18 მარტს “არაგველების” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 12:00 საათზე დაიწყება.
პირველ ოფიციალურ მატჩს საფეხბურთო კლუბი “ბორჯომი” 1 აპრილს “არაგვი 2”-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და ხაშურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.