წინა ტურში ორივე გუნდს მოგებული ჰქონდა, ურთიერთშეხვედრაში კი გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. 0:0 დასრულდა, მაგრამ მომენტები საკმაოდ იყო.
58-ე წუთზე არბიტრმა გურამ მაჩიტიძემ VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა რუსთავის სასარგებლოდ. ჟან სოუზა დე ალმეიდამ დაარტყა და გამოცდილმა გიორგი ლორიამ აიღო ბურთი.
შეხვედრაში მსაჯმა ფეხბურთელებს ჯამში 10 ყვითელი ბარათი უჩვენა. გარდა ამისა ბორის ჟვანიამ გიორგი ხარებაშვილი წითელი ბარათით “დაასაჩუქრა” თუმცა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება დაშეტევაში ჯარიმა დანიშნა.