“ნიუკასლის” მწვრთნელი სალიას თავურმა მოხიბლა

ვახტანგ სალიამ კარგად დაიწყო “ნიუკასლის” ახალგაზრდულ გუნდში – 18 წლის ფორვარდმა, პრემიერლიგა 2-ის შეხვედრაში, თავური დარტყმით აიღო “ლესტერის” კარი. ეს იყო მისი ოფიციალური დებიუტი. “სალია უკვე მომწიფებული, ძალიან კარგი ფეხბურთელია. მე მსიამოვნებს მისი ხილვა როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე. ეგაა, რომ ჩვენ მასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის არის ახალგაზრდა და ჰქონდა სერიოზული ტრავმა.  ჩვენ ეს…

მეტი...

[რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ფინალის წინ] მარკო ბორტოლამის განკარგულებაში 35 მოთამაშეა

საქართველოს ნაკრები 15 მარტს, ლეგანესში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება. “ბორჯღალოსნები” ტრადიციულად “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან. მარკო ბორტოლამის განკარგულებაში 35 მორაგბეა. ტრავმის გამო გაფართოებულ შემადგენლობას დაჩი პაპუნაშვილი გამოაკლდა, ხოლო უკანახაზელი ლუკა ცირეკიძე – დაემატა. დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა ლუკა ივანიშვილს, გელა აფრასიძე კი კვლავ გუნდთან ერთად რჩება, თუმცა ტვინის შერყევის შემდეგ, ჯერ კიდევ პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს გადის. პირველი ხაზი: გიორგი…

მეტი...

ოთარ კიტეიშვილი “კიკერის” სიმბოლურ ნაკრებში!

დასრულდა ავსტრიული ბუნდესლიგის ძირითადი ეტაპი. 22 ტურის შემდეგ 38 ქულით სატურნირო ცხრილს ოთარ კიტეიშვილისა და გიზო მამაგეიშვილის “შტურმი” ლიდერობს. ცხადია, გრაცელები ასპარეზობას საჩემპიონო ექვსეულში აგრძელებენ. ავსტრიულმა “კიკერმა” კი ჩემპიონატის ძირითადი ეტაპის (22 ტური) სიმბოლური ნაკრები შეადგინა. რა გასაკვირია და, რჩეულთა შორის მოხვდა 29 წლის კიტეიშვილიც. სიმბოლური ნაკრები დაკომპლექტდა ფეხბურთელთა მიერ მიღებული შეფასებების საშუალო მაჩვენებლით, ტაქტიკური განლაგება – 3-5-2. კიტეიშვილმა…

მეტი...

სფფ ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. ამ მიზნით თბილისში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც UEFA GROW-ის ჩართულობით ტარდება. ვორქშოფის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ძირითადი გამოწვევები და ის მიმართულებები, რომლებიც მომდევნო წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა აისახოს. ორდღიანი ვორქშოფს სასტუმრო Paragraph Golf & Spa Resort…

მეტი...

სუპერლიგის მე-17 ტურის დარჩენილ სამივე მატჩში სტუმრებმა იმარჯვეს

გუშინ დაწყებული სუპერლიგის მე-16 ტური დღეს დასრულდა. შუა კვირის 2 დღეში ჩატეული ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. უფრო ზუსტად, მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა. მოულოდნელობაში იგულისხმება ის, რომ ცხრილში უკეთეს პოზიციაზე მყოფმა გუნდებმა თავისზე უარესი შედეგის გუნდებთან შინ წააგეს.  დღეს გამართულ სამივე შეხვედრაში სტუმრებმა იმარჯვეს და სამივე შემთხვევაში მასპინძელი ცხრილში მეტოქეზე მაღლა იმყოფებოდა. დავიწყოთ თანმიმდევრობით და თელავში გამართულ…

მეტი...

ორბმა დელტას ოვერტაიმში სძლია | ქუთაისმა ივერიონს ზედიზედ მე-6 მარცხი აგემა

სუპერლიგის მე-16 ტური დღეს ტყიბულსა და ზესტაფონში დაიწყო. ზემო იმერეთში ორბმა გურჯაანის დელტას უმასპინძლა, ხოლო ზესტაფონში ქუთაისელებმა გორის ივერიონი მიიღეს.  განსაკუთრებული მონდომებით იბრძვის დელტა, რომელიც, ცხრილიდან გამომდინარე, “ა” ლიგაში დაქვეითების უმთავრესი კანდიდატია. პირველ წრეში განცდილი ათივე მარცხის შემდეგ გურჯაანელებმა მეორე წრე ზედიზედ 3 მოგებით დაიწყეს, რის შემდეგაც ოვერტაიმში ზესტაფონის მარგვეთთან წააგეს. ისევ ოვერტაიმი და ისევ…

მეტი...

სპაერი გალიდერდა

გაგრა 0:3 სპაერი  მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად მოხდა, რომ ერთმა გუნდმა მეორეს დიდი ანგარიშით მოუგო. ეს სპაერმა მოახერხა გაგრასთან.  მე-14 წუთზე სპაერმა კარგი კომბინაცია გაითამაშა და საბა გეგიაძის პასს მოჰყვა თამაზ ცეცხლაძის გოლი. პირველივე ტაიმში, გოჩა ცირდავამ დაასრულა კონტრშეტევა, რომელიც თორნიკე ასკურავამ წამოიწყო და საგოლე პასიც მან გააკეთა. ბოლოს კი სპაერის მესამე გოლიც ვნახეთ:…

მეტი...

დინამო არენაზე ბარათების წვიმა და უგოლო ფრე

დინამო თბ 0:0 რუსთავი  წინა ტურში ორივე გუნდს მოგებული ჰქონდა, ურთიერთშეხვედრაში კი გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. 0:0 დასრულდა, მაგრამ მომენტები საკმაოდ იყო. 58-ე წუთზე არბიტრმა გურამ მაჩიტიძემ VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა რუსთავის სასარგებლოდ. ჟან სოუზა დე ალმეიდამ დაარტყა და გამოცდილმა გიორგი ლორიამ აიღო ბურთი.  შეხვედრაში მსაჯმა ფეხბურთელებს ჯამში 10 ყვითელი ბარათი უჩვენა. გარდა ამისა ბორის…

მეტი...

ტორპედომ ნავსი გატეხა და იბერია დაამარცხა

ტორპედო 1:0 იბერია 1999  ქუთაისელებს საწყისი ორი მატჩი წაგებული ჰქონდათ, ამჯერად კი სამი ქულა აიღეს იბერია 1999-თან. დაძაბული მატჩი გამოდგა. 86-ე წუთი იყო, როცა იბერიელთა მცველი არმელ ზოური უხეშობისთვის გააძევეს. მალევე, თბილისელები სულაც ცხრა კაცით დარჩნენ, რადგან ამირან ძაგანიაც გააძევეს მეორე გაფრთხილების შედეგად. ეს მეორე ყვითელი სასტვენის მერე ბურთის გადაგდებისთვის უჩვენეს.  და მსაჯის მიერ დამატებულ…

მეტი...

ზამთრის თასი იუნკერებმა მოიგეს

ზამთრის თასის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი იუნკერები გახდა. ფინალურ შეხვედრაში “ვიტ-ჯორჯია 2” დაამარცხეს. შეხვედრის ძირითდი დრო, ფრედ, 1-1 დასრულდა და ჩემპიონის გამოსავლენად თერთმეტრიანები სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც იუნკერებმა ანგარიშით 4-3 იმარჯვეს.

მეტი...