სპაერი გალიდერდა

გაგრა 0:3 სპაერი 

მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად მოხდა, რომ ერთმა გუნდმა მეორეს დიდი ანგარიშით მოუგო. ეს სპაერმა მოახერხა გაგრასთან. 

მე-14 წუთზე სპაერმა კარგი კომბინაცია გაითამაშა და საბა გეგიაძის პასს მოჰყვა თამაზ ცეცხლაძის გოლი. პირველივე ტაიმში, გოჩა ცირდავამ დაასრულა კონტრშეტევა, რომელიც თორნიკე ასკურავამ წამოიწყო და საგოლე პასიც მან გააკეთა.

ბოლოს კი სპაერის მესამე გოლიც ვნახეთ: გოჩა ცირდავას პასი და სამხრეთაფრიკელ სიენდა მატენჯვას ცარიელ კარში გააქვს – 0:3.