დილა მეშახტესთან დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტური დასრულდა. ხუთშაბათს ორი მატჩი გაიმართა: ტყიბულის მეშახტემ გორში 1:0 მოუგო დილას, ხოლო წყალტუბოს სამგურალისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

დილა 0:1 მეშახტე 

ტყიბულის მეშახტემ ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. როგორც იცით, მეშახტე დებიუტანტია და 36-ე ქალაქია, რომლის გუნდსაც საქართველოს მთავარ ლიგაში უთამაშია. 

დღევანდელი თამაში დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი გავიდა: ტყიბულელთა გარემარბმა დიმიტრი ღურწკაიამ მარცხენა ფლანგზე ბრძოლაში მოიპოვა ბურთი, პასი გაუკეთა ირაკლი სიხარულიძეს, რომელიც ცენტრისკენ შეიწია და დაბალი დარტყმით გაიტანა. ეს მეორე ტაიმის შუაში მოხდა – 0:1. 

საინტერესოა, რომ შარშან სიხარულიძე იბერია 1999-ში როცა თამაშობდა, ორჯერ გაუტანა დილას და ორივეჯერ 1:0 მოიგო მისმა გუნდმა. ახლა მესამე შემთხვევააა, ოღონდ ამჯერად მეშახტეს სახელით.