დიდი შანსია, თბილისის “დინამომ” 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ჯოშ ონომადაიმატოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს გარიგება განხორციელდა, იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი ჩვენი ჩემპიონატების ისტორიაში.
ჯოშუა ოგეტენეგა პეტერ ონომა – “ტოტენჰემის” საკლუბო აკადემიის აღზრდილია. ის სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა 2015-19 წლებში. სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია “ასტონ ვილაში”, “შეფილდ უენსდეიში”, “ფულჰემში”, “პრესტონსა” და “ბლექპულში”.
ნიგერიული წარმოშობის ონომამ სანაკრებო ასპარეზად ინგლისი აირჩია. ის ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების (მათ შორის, 21-წლამდელების) გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ. 2014 წელს 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, 2017 წელს კი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
გარდა ამისა, ონომამ “ფულჰემთან” ერთად მოიგო ინგლისის ჩემპიოშიფი. ეს არის ფეხბურთელი, ვისაც არაერთხელ უთამაშია პრემიერლიგაში. ბოლოს ონომა ჩემპიონშიფის ბინადარ “ბლეკპულში” თამაშობდა. მან ეს გუნდი 2025 წლის 30 ივნისს დატოვა და შემდეგ უკლუბოდ იყო.
როგორია ონომას “დინამოში” გადასვლის შანსი?ცხადია, თბილისური კლუბი ჯერჯერობით დუმს და შექმნილ ვითარებაში ეს სავსებით გასაგებია – სანამ ტრანსფერი არ გაოფიციალურდება, შესაძლოა, ზედმეტმა ლაპარაკმა საქმე გააფუჭოს.
სანდო წყაროებით კი შევიტყვეთ, რომ ონომას თბილისში ჩამოსვლის შანსი დიდია – პასუხი იქნება უფრო “კი”, ვიდრე “არაო”, – გვეუბნება ჩვენი წყარო.