ინგლისის პრემიერლიგაში ნაწრთობი ნახევარმცველი თბილისის “დინამოში” ითამაშებს?
დიდი შანსია, თბილისის “დინამომ” 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ჯოშ ონომადაიმატოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს გარიგება განხორციელდა, იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი ჩვენი ჩემპიონატების ისტორიაში. ჯოშუა ოგეტენეგა პეტერ ონომა – “ტოტენჰემის” საკლუბო აკადემიის აღზრდილია. ის სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა 2015-19 წლებში. სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია “ასტონ ვილაში”, “შეფილდ უენსდეიში”, “ფულჰემში”, “პრესტონსა” და “ბლექპულში”. ნიგერიული წარმოშობის…