ლოკო-2 მზადებას შეუდგა

ლიგა 4-ის გათამაშება სტარტს 1 აპრილს აიღებს. გუნდები ახალ სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგნენ. მათ შორისაა თბილისის “ლოკომოტივი 2”. გუნდმა გასულ სეზონში ლიგა 3-ის გათამაშებაში მე-13 ადგილი დაიკავა თუმცა, ლოკოს ძირითადი გუნდის ლიგა 3-ში დაქვეითების გამო მეორე გუნდმა ერთი დივიზიონით ქვემოთ გადაინაცვლა.

შარშანდელის მსგავსად, გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ლოკოს სამწვრთნელო შტაბს გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი, ლევან ყენია შეუერთდა, რაც რა თქმა უნდა ახალგაზდრა და პერსპექტიულ ფეხბურთელებზე დადებით ზეგვალენას მოახდენს.

რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, გუნდმა ჯამში 4 შეხვედრა გამართა. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივი 2” 25 მარტს ზესტაფონის “ზესტაფონის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 11:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიურ სტადიონებზე გაიმართება.

პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი ლოკო-2 ქუთაისის “ტორპედო 2-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 1 აპრილსაა ჩანიშნული.