სამეგრელო თბილისთან დამარცხდა

ჩხოროწყუს “სამეგრელომ” მორიგი ტესტ მატჩი ჩაატარა და თბილისის “თბილისთან” 0-2 დამარცხდა. გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექეტბული და მეგრელები აქცენტს აკადემიაზე აკეთებენ. მათი გუნდის საშუალო ასაკი 22 წელია და მიზანი ადგილობრივი ფეხბურთელები გაზრდა და ფართო ასპარეზზე გასმოსვლაა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველ ტაიმში არაერთი მომენტის მიუხედავად გუნდებმა გოლების გატანა ვერ შეძლეს, მეორე ტაიმში უპირატესობა სტუმრებმა მალევე მოიპოვეს და მიჯრით ორი გოლის გატანა შეძლეს. “სამეგრელოს” რამდენიმე კარგი საგოლე მომენეტი შექმნეს თუმცა, დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და შეხვედრა 0-2 დასრულდა.

რაც შეეხება მომდევნო ამხაგურ შეხვედრას ჩხოროწყუს “სამეგრელო” 21 აპრილს “ლეგიონის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 11:00 საათზე დაიწყება.