გორის “ლეგიონი” ახალი სეზონისთვის მზადებას აქატიურად აგრძელბეს. გუნდმა ტაქტიკური და თეორიული ვარჯიშები დაასრულა და ძალები ამჯერად ამხანაგურ შეხვედრაში მოსინჯა. გორელებმა ამხანაგური შეხვედრა ჩხოროწყუს “სამეგრელოს” წინააღმდეგ გამართეს და დიდი სხავობით, ანგარიშით 4-0 დამარცხდნენ. “სამეგრელო” ნელ-ნელა უმატებს და გუნდის ბირთვიც უკვე ჩამოყალიბებულია, რაც შეეხება “ლეგიონს” გუნდში არაერთი ახალწვეულია და შესათაშებლად დრო სჭირდებათ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მეგრელებმა ბურთზე კონტროლი თამაშის დაწყებისთანავე მოიპოვეს და მეტოქეს ორივე ტაიმში ორ-ორი ბურთი გაუტანეს. მეტოქის კარი ორჯერ წოწონავამ დალაშქრა, ხოლო თითო-თითო გოლი დგებუძის და ბარქაიას ანგარიშზეა.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში “ლეგიონი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 27 აპრილს “თბილისი სიტის” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 11:00 საათზე დაიწყება და თბილისში ჩატარდება.