U19 | საქართველო 1:1 მონტენეგრო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ფრედ – 1:1 დასრულდა. 

შეხვედრაში პირველი ხიფათი 22-ე წუთზე ჩვენ კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს მოჰყვა, რომელიც დაჩი ჩოჩოშვილმა მოიგერია. მეორე ტაიმის 56-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში ანდრია ბართიშვილმა გახსნა, რომელმაც მის მიერ მოპოვებული პენალტი ზუსტად გამოიყენა. 

ჩვენი გოლიდან მალევე, 58-ე წუთზე, ანდრია ვუკოემ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი, შემდეგ შეხვედრას 9 ივნისს, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო მანამდე, 6 ივნისს ერთმანეთს მონტენეგრო და ისლანდია დაუსპირისპირდებიან.

6 ივნისი | ისლანდია [19:00] მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი 
9 ივნისი | საქართველო [19:00] ისლანდია | დავით პეტრიაშვილი [LIVE] 

ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.