ლოჩოშვილი “ნიურნბერგის” თავდამსხმელებზე უფრო შედეგიანია, მისით პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან…

“10 გოლი ერთ წელიწადში – “ნიურნბერგის” მცველს, ლუკა ლოჩოშვილს, თავდამსხმელივით გააქვს. ეს ცენტრალური მცველი უფრო საშიშია, ვიდრე გუნდის ოთხი თავდამსხმელი”, – ამ სათაურით გამოაქვეყნა გერმანულმა გამოცემა Clubfokus-მა წერილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, სადაც მის მომავალზეც არის ნათქვამი…

ლოჩოშვილმა კვლავ გაიტანა…

“მან ეს კვლავ გააკეთა: ამ საერთაშორისო სეზონის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში “ნიურნბერგის” მოთამაშემ 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 28 წლის ფეხბურთელმა ტიპური ცენტრფორვარდის სტილში, მარცხენა ფეხით გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მე-10 გოლი ერთ წელიწადში…

ეს ის თვისება, რომლის გამოვლინებას ლოჩოშვილისგან უკვე ელიან კიდეც. ბოლოს და ბოლოს, ცენტრალურმა მცველმა სამი კვირის წინ, “ჰანოვერთან” მეორე ბუნდესლიგის ბოლო მატჩშიც (3:3) გაიტანა.

თუ მის ბოლო, 12 თვის შედეგიანობას გადახედავთ, ეს მცველისთვის რეკორდია და უფრო შემტევი ფეხბურთელის სტატისტიკას ჰგავს. 2025 წლის ივნისიდან მოყოლებული, ლოჩოშვილმა, რომელიც სეზონის დაწყებამდე იტალიიდან გერმანიაში გადავიდა, უშუალოდ მონაწილეობდა შთამბეჭდავ 10 გოლში – როგორც კლუბში, ისე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

ლოჩოშვილი “ნიურნბერგის” ოთხ თავდამსხმელზე უფრო სახიფათოა

ლოჩოშვილმა საქართველოს ნაკრების 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ასევე, მან 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა “ნიურნბერგის” 34 ოფიციალურ მატჩში. ეს ჯამში 8 გოლი და 2 საგოლე პასია სეზონის 45 მატჩში.

შეადარეთ ეს “ნიურნბერგის” თავდამსხმელების შედეგიანობას – პიტ სკობელს (2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა), ადრიანო გრიმალდის (1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა), ნოა მაბულუს(არცერთი გოლი), მიკაელ ბირონს (არცერთი გოლი) და სემირ თელალოვიჩს (3 გოლი).

“ნიურნბერგში” იმედოვნებენ, რომ რეკორდსმენს შეინარჩუნებენ, მაგრამ…

ეს რეკორდი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან ლოჩოშვილი აერთიანებს შემტევის თვისებებს კარგ დაცვასთან. ის გასულ სეზონში მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო.

შესაბამისად, “ნიურნბერგს” დიდი იმედი აქვს, რომ მომავალ სეზონში ძლიერი დაცვა ეყოლება. მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ მომავალზე საუბრისას საკითხი ღიად დატოვა. როგორც ამბობენ, მისით ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი.