იბერია ამჯერად ფრეს დასჯერდა

თბილისის იბერია 1999-მა მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. სამი გამარჯვების შემდეგ, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა 1:1 ითამაშა გიორგი ჭიაბრიშვილის დინამო ბათუმთან. 

39-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ ნიკა კალანდარიშვილის დაბალ კუთხეში გატანილით. მეორე ნახევარში კი იბერიელთა შეტევისას ჯერ ბაქარ ქარდავამ მოარტყა ბურთი ძელს, მერე კი იური ტაბატაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მცირე რიკოშეტით შევარდა კარში – 1:1. 

https://erovnuliliga.ge/ge/game/8309-ibr-dbt