შვიდი ცვლილება “ბორჯღალოსნებში”

15 თებერვლას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ამსტერდამში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ძირითად შემადგენლობაში 7 ცვლილებაა.

“9 ნომრის” პოზიციაზე თამაშს დაიწყებს გელა აფრასიძე, რომელიც ერთი კვირის წინ თადარიგში იყო. შუამარბ გიორგი კვესელაძეს ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება, რომელსაც შვეიცარიასთან არ უთამაშია.

განაცხადში გამოჩნდა და “ფულბეკად” ითამაშებს დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო ოთარმეტრეველმა გარემარბად გადაინაცვლებს. კვლავ დამწყებთა შორის არიან მგეზავი ლუკამატკავა და გარემარბი აკაკი ტაბუცაძე.

შეიცვალა შერკინების ორივე ბურჯი – ძირითად შემადგენლობაში ლუკა გოგინავას და ირაკლიაფციაურს ვიხილავთ.

შვეიცარიასთან არ უთამაშია და ამჯერად ძირთად შემადგენლობაში მესამეხაზელი ლუკაივანიშვილი, ხოლო მეორე ხაზში თადარიგიდან დავით ლაგვილავა დაწინაურდა, რომელსაც შვეიცარიასთან დებიუტი ჰქონდა.

მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს შერკინების კვაჭმა ვანო კარკაძემ, მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და მესამეხაზელებმა – ბექა საღინაძემ და თორნიკეჯალაღონიამ.

დებიუტანტ მამუკა მსტოიანის გარდა, მარქაფაში გამოჩნდნენ – შერკინების კვაჭი ლუკანიორაძე, შერკინების ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე.

სათადარიგოთა შორის გადაინაცვლეს მესამეხაზელმა იოანე იაშაღაშვილმა და “9 ნომერმა” ვასილ ლობჟანიძემ. კვლავ შეცვლაზე არიან მესამეხაზელი ანდრო დვალი და მგეზავი თედოაბჟანდაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ნიდერლანდებს ესპანეთმა 51:33 მოუგო. ამსტერდამში მატჩი 15 თებერვალს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

საქართველო

(15-9) 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

(1-8) 1. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. ლადო ჩაჩანიძე (მონ დემარსანი), 20. ანდრო დვალი (პერპინიანი), 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).