ნაკრებმა სომხეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 

შეკრების პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საკლუბო მატჩებიდან გამომდინარე, შეკრების პირველ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ბუდუ ზივზივაძეს, გიორგი მიქაუტაძეს, ხვიჩა კვარაცხელიას, ნიკა კვეკვესკირს, ზურიკო დავითაშვილს, გიორგი ქოჩორაშვილს, ოთარ კიტეიშვილს, შოთა ნონიკაშვილს, გიორგი გოჩოლეიშვილს და გიორგი წიტაიშვილს. ნაკრები სრული შემადგენლობით თბილისში 18 მარტს შეიკრიბება. 

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.