საფეხბურთო კლუბი ნორჩი დინამო 2016 ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის მერანის მე-2 გუნდთან 1-2 დამარცხდა. შეხვედრა ნორჩმა დინამოელბმა აქტიურად დაიწყეს, არაერთი სახიფათო მომენტის მიუხედავად, გოლის გატანა მხოლოდ ტაიმის მიწურულს 43-ე წუთზე შეძლეს. მეტოქის კარი ნიკუშა ნოზაძემ დალაშქრა.
მეორე ტაიმი დინამოელებმა იგივე ტემპით დაიწყეს, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მეორე ტაიმში თბილისის მერანი 3-მმა ძირითადი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა და ნორჩ დინამოელებს გამოცდილ ფეხბურთელებთან ჭიდილი გაუჭირდათ და შეხვედრის მიწურულს გიორგი შუბითიძემ ჯერ 84-ე შედმეგ კი 88-ე წუთზე ორი გოლი გაიტანა და მერანს მოაგებინა.
შემდეგ შეხვედრას ნორჩი დინამო 2016 1 სექტემბერს ალგეთი 2-ის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა შრომითი რეზერვების სტადიონზე ჩატარდება და 12:00 საათზე დაიწყება.
მერანი 2-ს მომავალი მეტოქე კი ახალქალის აბულია. მათი თამაში კი 8 სექტემბერსაა ჩანიშნული.