ევრო 2025 | ახალგაზრდულის თამაშებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და მას სლოვაკეთი უმასპინძლებს. C ჯგუფის სამ შეხვედრას ჩვენი გუნდი 11, 14 და 17 ივნისს – პოლონეთის, საფრანგეთის და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ტრიბუნაზე, ბილეთების რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი, biletebi.ge უზრუნველყოფს. ბილეთების გაყიდვა 11 მაისს დაიწყება და ფასი 12 ევროს ეკვივალენტი ლარში იქნება.

11 ივნისი – 21:00 | პოლონეთი – საქართველო | ჟილინა – ბილეთები
14 ივნისი – 21:00 | საფრანგეთი – საქართველო | ჟილინა – ბილეთები
17 ივნისი – 18:00 | საქართველო – პორტუგალია | ტრენჩინი – ბილეთები 


⏱️ CET

თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.