საქართველო – კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩს გამართავს. 3 ივნისს, ირის ანტმანის გუნდი კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს. 

მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ქალთა ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. დისკვალიფიკაციის გამო, კვიპროსთან მატჩს ნინო პასიკაშვილი, ტატა მატვეევა და ლიზი მწყერაშვილის გამოტოვებენ. გუნდს თეონა ბაქრაძე უბრუნდება, რომელმაც ანდორასთან სტუმრად მოგებული მატჩი გამოტოვა. კვიპროსთან მატჩისთვის სანაკრებო შეკრებას შეუერთდნენ ელენე ჩიქოვანი და ნინო ბუხრიკიძე. 

საქართველო – კვიპროსის მატჩი 3 ივნისს, მიხეილ მესხი 2-ზე 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.