2027 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩზე აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 3 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ შესაბამისი ფორმა.
ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
აკრედიტაციის მოთხოვნაზე პასუხს განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 3 სექტემბრის ჩათვლით მიიღებთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მედია ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნა არ განიხილება.