ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

28 აგვისტოს, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრაში ალბანური დინამო ტირანა პოლონურ იაგელონიას უმასპინძლებს.  აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ბაქარ ბრეგაძე იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი – ალეკო აფციაური.  შეხვედრა ტირანაში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 

მეტი...

საქართველომ ევრობასკეტი მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის დამარცხებით გახსნა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი მოქმედი ჩემპიონის – ესპანეთის დამარცხებით დაიწყო. დამარცხებაცაა და დამარცხებაც – მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ისე ვძლიეთ, ბოლო პერიოდში ვითარება არ დაძაბულა. საბოლოო ჯამში, რასაც ანგარიშმაც გაუმაგრა ზურგი, საქართველომ ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხა: ისე, რომ ევრობასკეტის მოქმედ ჩემპიონებს შანსიც არ ჰქონიათ.  ასეთი რამ კი იშვიათად ხდება. საქართველო ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს გავიდა და…

მეტი...

U21 | საქართველო V ჩრდ. ირლანდია | მედია აკრედიტაცია

2027 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩზე აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 3 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ შესაბამისი ფორმა.  ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.  აკრედიტაციის მოთხოვნაზე პასუხს განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ, 3 სექტემბრის ჩათვლით მიიღებთ….

მეტი...