[შეჯამება. ქართული ლეგიონის უქმეები] 7 და 5: ქართველების ნაყოფიერი დღეები
გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის ფრიად ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენმა ფეხბურთელებმა 7 გოლი გაიტანეს და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს… პარასკევი ირანი (Persian Gulf Pro League). სეპაჰანი (გიორგი გველესიანი) – ხეიბარი 1:0. გველესიანი განაცხადში არ ყოფილა. ბულგარეთი (efbet League). მონტანა – ცსკა 1948 (ლაშა დვალი) 0:1. დვალმა შეუცვლელად ითამაშა. ბოსნია (WWIN Liga BiH). რუდარი (დემეტრე გვასალია) – შიროკი ბრიგი 1:2. გვასალიამ შეუცვლელად ითამაშა, საგოლე პასი შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში…