17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. მოახლოებულ შეხვედრებში 17-წლამდე ნაკრებს ლავრენტი დავითაშვილი უხელმძღვანელებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩვენი გუნდი 18 ფეხბურთელით გაემგზავრება. 

მეტი...

აღიარებაც მოვიდა: თებერვალი ჟორჟის თვეა!

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვა მიმდინარეობდა EA Sports-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს ნაკრებისა და “ვილირეალის” შემტევმა აჯობა ფედერიკო ვალვერდეს (“რეალი”), ლუის მილიას (“ხეტაფე”), ტომა ლემარს(“ჟირონა”) და აბდე ელზალზულის (“ბეტისი”). თებერვალში მიქაუტაძემ ლა ლიგაში 3 გოლი გაიტანა. მან “ესპანიოლის”, “ხეტაფესა” და “ლევანტეს” კარი აიღო. ამ თვეში “ვილიარეალი” კიდევ ერთ მატჩს გამართავს – 28 თებერვალს სტუმრად “ბარსელონას” ეთამაშება.

მეტი...

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

მთელს მსოფლიოში ახლა ეროვნული ნაკრებების მატჩების დროა. თითქმის ყველა კონტინენტზე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის თამაშები გაიმართება და ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია, რა თქმა უნდა, ევროპაზეა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. თუმცა მხოლოდ ჩვენი ეროვნული გუნდი არაა, აღნიშნული ტურნირის მატჩებში საქართველოს რომ წარმოადგენს. ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი, საკმაოდ პრინციპულ მატჩს მოემსახურება. ის იმუშავებს 2 მარტს…

მეტი...

რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან – „ავჭალაზე“

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას, ბორჯღალოსნები ტრადიციული მეტოქის, რუმინეთის წინააღმდეგ 8 მარტს თბილისში, „ავჭალაზე“ გამართავენ. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და გამარჯვებულს, ფინალის საგზურთან ერთად, „ანთიმოზ ივერიელის თასი“ გადაეცემა. საქართველომ ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა. მარკო ბორტოლამის გუნდმა სამივე მეტოქეს ბონუსით სძლია – შვეიცარიას (54:3)…

მეტი...

ახალციხის სამცხე ხაშურში ადგილობრივ გუნდთან დამარცხდა

ლიგა-4 ში აღზევებულმა ახალციხის “სამცხე” ახალი სეზონისთვის აქაყიურად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მთავრმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშივილმა დატოვა, კლუბის მენეჯმენტმა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება შეძლო და მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ იქნება მათი პროგრამა მაქსიმუმი. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში “სამცხემ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ხაშურში ადგილობრივ “ივერიასთან” 2-0 დამარცხდა, პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 66-ე წუთზე…

მეტი...

ალექსანდრე კალანდაძე თბილისის “დინამოში” დაბრუნდა

24 წლის ცენტრალური მცველი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი უკანახაზელი, ალექსადრე კალანდაძე, პლოცკის “ვისლადან” მშობლიურ თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. ინფორმაცია ორივე კლუბმა დაადასტურა. კალანდაძემ პოლონურ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მან “ვისლას” ძირითად შემადგენლობში ფეხი ვერ მოიკიდა. სანდრო პოლონურ კლუბს გასულ სეზონში შეუერთდა და მის შემადგენლობაში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა. არადა, ის თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელია. თბილისის “დინამოსა” და…

მეტი...

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

24 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.  აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, დამტკიცდა საქართველოს 2026 წლის საშეჯიბრო დებულება და სკოლების კატეგორიზაციის დებულება. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ასევე გააცნეს 2026 წლის ეროვნული ლიცენზირების შედეგები.  ამასთან, ცვლილებაა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფორმატში, სადაც 2026 წლიდან იმოქმედებს გუნდების განთესვის სისტემა და გათამაშების დაწყებამდე შედგება…

მეტი...

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.  ირის ანტმანის გუნდი საბერძნეთის წინააღმდეგ 3 მარტს გასამართი მატჩისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე ემზადება. ტრავმირებული ანი აკობიძის ნაცვლად, რომელიც ნაკრებს საბერძნეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, გუნდს ანანო წიქარიძე შეუერთდა.  ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვამზადოთ ფეხბურთელები, რათა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში…

მეტი...

ქუთაისის “ტორპედომ” პოლონეთიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ჩამოიყვანა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი დიეგო დეისაძე “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს. კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. დეისაძე “ტორპედოს” პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) კლუბ “ტერმალიცადან” შეუერთდა. ის ქუთაისური კლუბის აკადემიის აღზრდილია. მისი დებიუტი ახალგაზრდულ ნაკრებში სწორედ ქუთაისში, გასული წლის სექტემბერში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საკვალიფიკაციო მატჩში შედგა. იდეაში, ტანმაღალმა (193 სმ) დეისაძემ “ტორპედოდან” წასული ნორვეგიელი ფორვარდი, ბიორნ იონსენი უნდა შეცვალოს….

მეტი...

“სპორტინგი” მზადაა, გაუშვას ქოჩორაშვილი, ოღონდ…

Leonino-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ლისაბონის “სპორტინგი” მზადაა, ზაფხულში გაუშვას საქართველოს ნაკრების 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი. პორტუგალიური წყაროს ცნობით, ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით, “სპორტინგი” მხოლოდ ისეთ შეთავაზებას განიხილავს, რომელიც მეტი იქნება 5,5 მილიონ ევროზე. სწორედ ამდენი დაუჯდა “სპორტინგს” ქოჩორაშვილის გადაბირება ესპანური “ლევანტედან”. შესაბამისად, კლუბის მიზანია, ამ სატრანსფერო ოპერაციით არ იზარალოს. შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლია “სპორტინგში”….

მეტი...