წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გერმანიის ქალაქმა ფრესინგმა ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრას უმასპინძლა, რომლებშიც, ცხადია, საქართველოს ნაკრებებიც მონაწილეობენ. მთლიანობაში ჩატარდა 16 ტურნირის წილისყრა, რომელთაგან საქართველო 5-ში მონაწილეობს: ყველაზე უმაღლესი რანგის ტურნირში 16-წლამდელები ასპარეზობენ, რომლებმაც შარშან, თბილისში ჩატარებულ ევრობასკეტზე მე-8 ადგილი დაიკავეს. 16-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მე-3 წელია, A დივიზიონში ასპარეზობს. თბილისამდე ჩვენმა ნაკრებმა 2024 წელს ელიტარულ დივიზიონში საბერძნეთის ქალაქ ირაკლიონში იასპარეზა…