[ოფიციალურად] ლუქსემბურგის ნაკრების მცველი “იბერიას” ფეხბურთელი გახდა

ახალი სეზონიდან საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის “იბერია 1999-ის” დაცვის ცენტრს ლუქსემბურგის ნაკრების უკანახაზელი, ვაჰიდ სელიმოვიჩი გაამაგრებს.

სელიმოვიჩი ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წევრია და 2024 წლის მარტში თბილისშიც იყო ჩამოსული საქართველოსთან ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის, თუმცა სათადარიგო გახლდათ და არ უთამაშია.

ლუქსემბურგის ნაკრების მაისურით მას 14 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული. 28 წლის ცენტრალურ მცველს ზურგს სოლიდური საერთაშორისო გამოცდილება უმაგრებს. სხვადასხვა წლებში თამაშობდა “მეცში” (საფრანგეთი), “აპოლონში” (კვიპროსი), ოფი-ში (საბერძნეთი), “გორიცაში” (სლოვენია), “ჟელეზნიჩარსა” (ბოსნია) და “ჰერმანშტადტში” (რუმინეთი).