GEO TEAM: ვახტანგ ბედოშვილი საქართველოში ბრუნდება! მისი ახალი გუნდი უკვე ცნობილია

GEO TEAM-ის ინფორმაციით, ვახტანგ ბედოშვილი, რომელსაც რუსეთში კარიერა ვერ აეწყო, საქართველოში ბრუნდება. 

22 წლის ფლანგის შემტევი “ნიჟნი ნოვგოროდიდან” ერთწლიანი იჯარით “იბერია 1999-ში” ითამაშებს.

იმავე წყაროს ცნობაში ვკითხულობთ, რომ ბედოშვილი საქართველოს ჩემპიონს თურქულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა.