იბერიამ მოიგო და ხასიათი გამოიკეთა

მოახლოვებული 2026 წლის საფეხბურთო სეზონისთვის “იბერია 2010” აქტიურად ემზადება. ზედიზედ რამდენიმე ვერ მოგებული შეხვედრის შემდეგ ქალაქელებმა გაამარჯვება მოიპოვეს და ხასიათი გამოიკეთეს.

“ვიტ-ჯორჯია 2”-თან გამართული ამხანაგური შეხვედრა “იბერია 2010”-ის გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

“იბერიელებიდან” ტაიმის მიწურულს ასლანიშვილმა გიტანა, მეორე ტაიმში 62-ე და 68-ე წუთზე მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს, 77-ე წუთზე ვეტერინარებმა მატჩის პრესტიჟის გოლი გაქვითეს და თამაშის 3-1 დასრულდა.

ლიგა 3-ის გათამაშება სტარტს 5 მარტს აიღებს. თბილისელები გონიოს ესტუმრებიან. რაც შეეხება “ვიტ-ჯორჯია 2”-ს ისინი ლიგა 4-ში გამოდიან და პირველ ოფიციალურ შეხვედრას, 1 აპრილს ფოთის “კოლხეთი 2”-ის წინააღმდეგ ჩაატარებენ.