ბორჯომის მიზანი ლიგა 3-ში დაბრუნებაა
საქართველოში საფეხბურთო სეზონი მარტში განახლდება. ახალი სეზონისთვის გუნდები აქატიურად ემზადებიან. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი “ბორჯომიც.” როგორც შევიტყვეთ გუნდს სულ მალე ახალი სტადიონი ექნება და ბორჯომელები საშინაო თამაშების მასპინძლობას საკუთარ კედლებში შეძლებენ. გასული სეზონი წითელ-თეთრებისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ დასრულდა. თუმცა, გუნდში დადებითი ძვრები შეინიშნება და 2026 წლის სეზონისთვის მათი მიზანი კვლავ ლიგა 3-ში დაბრუნება იქნება….