საქართველოში საფეხბურთო სეზონი მარტში განახლდება. ახალი სეზონისთვის გუნდები აქატიურად ემზადებიან. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი “ბორჯომიც.”
როგორც შევიტყვეთ გუნდს სულ მალე ახალი სტადიონი ექნება და ბორჯომელები საშინაო თამაშების მასპინძლობას საკუთარ კედლებში შეძლებენ.
გასული სეზონი წითელ-თეთრებისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ დასრულდა. თუმცა, გუნდში დადებითი ძვრები შეინიშნება და 2026 წლის სეზონისთვის მათი მიზანი კვლავ ლიგა 3-ში დაბრუნება იქნება.
გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა რა დროსაც ძირითადი აქცენტი გუნდის ფიზიკურ მომზადებაზე იყო გაკეთებული. მოსამზადებელი ეტაპის მეორე ეტაპზე კი გუნდი ახალი სეზონისთვის სრულფასოვნად მზად იქნება.
რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრებს “ბორჯომი” 23 თებერვალს “ვიტ-ჯორჯია 2-ის” წინააღმდეგ მოსინჯავს ძალებს. მატჩი 10:00 საათზე დაიწყება.
ამის შემდეგ მორიგ ტესტ მატჩს “ბორჯომი” 3 მარტს “ნორჩი დინამო 2016”-ის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა კი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
რაც შეეხება პირველ ოფიციალურ შეხვედრას “ბორჯომი” 1 აპრილს “არაგვი 2”-ის წინააღმდეგ გამართავს.