17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს 

საქართველოს ვაჟთა 17-წლამდე ნაკრები, 24 თებერვალს, 17:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალური საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, ჩრდილოეთ მაკდეონიის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლებს. ხოლო განმეორებითი ამხანაგური მატჩი, 26 თებერვალს, 17:00 საათზე, დიდი დიღმის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე შედგება. 24 თებერვალი – საქართველო V ჩრდ. მაკდეონია | 17:00 – რუსთავის საფეხბურთო ცენტრი26 თებერვალი – საქართველო V ჩრდ. მაკდეონია | 17:00 – დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი U17 | შემადგენლობა…

მეტი...

ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებმა 19 თებერვალს საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო.  ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა.  საბერძნეთთან მატჩისთვის ქალთა ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე მოემზადება.  მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C4 ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა საბერძნეთსა და საქართველოს შორის 3 მარტს, ჰერაკლიონში გაიმართება.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია…

მეტი...

17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ვაჟთა 17-წლამდე ნაკრები, 24 თებერვალს, 17:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალური საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, ჩრდილოეთ მაკდეონიის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლებს. ხოლო განმეორებითი ამხანაგური მატჩი, 26 თებერვალს, 17:00 საათზე, დიდი დიღმის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე შედგება. ალექსანდრე კობახიძის გუნდმა, დღეს სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტირს მოედანზე ივარჯიშა. შეკრებას, ტრავმის გამო გერმანული ნიურნბერგის წევრი – არი დემირი გამოაკლდება. თუმცა ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებელ პროცესს, ირლანდიური…

მეტი...

გიორგი ონიანი: “არ ვარ მომხრე, იყოს ბირთვი და მორჩა, გუნდი მუდმივი კონკურენციის რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს”!

წყალტუბოს “სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ონიანმა, კლუბის ოფიციალურ გვერდთან თურქული შეკრება შაფასა. იმერულმა კლუბმა სამეზობლოში რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა – მოუგო სომხურ “ალაშკერტს” (3:1) და უზბეკურ “ლოკომოტივს” (2:0). ფრედ ითამაშა მოლდოვურ “პეტროკუბთან” (1:1) და ყაზახურ “ულიტაუსთან” (2:2). ერთადერთი მარცხი კი “სამგურალმა” ასევე უზბეკურ “სურხონთან” განიცადა (1:2). “მოსამზადებელი ეტაპის პირველი ნაწილი საქართველოში გავიარეთ. აქცენტი ძირითადად ფიზიკური კონდიციების…

მეტი...

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპელრიგის 5 მოთამაშე დაამატა

დასრულდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადების პირველი ეტაპი, რაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დანიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის წამოიწყო. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის გენერალური შეკრება, რომელშიც ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, 23 თებერვალს დაიწყება, მანამდე კი, 17-21 თებერვალს თბილისში სუპერლიგის 15 მოთამაშისგან შემდგარი შეკრება გაიმართა, რომლის მიზანიც 5 კალათბურთელის გამოვლენა იყო, რომლებიც ლეგიონერებს დანიაში შეუერთდებოდნენ….

მეტი...

ბლექ ფორტრესმა თელავთან წააგო, ვინგსს ახალციხის დასამარცხებლად ძალა არ ეყო

დასრულდა “ა” ლიგის მე-6 ტური და პირველად მოხდა, რომ ტურნირს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. კასპის გრიფინი 6 ტურის შემდეგ ერთადერთია, რომელმაც ყველაზე მეტი – 5 მოგება მოიპოვა და ამ შედეგით, ცხადია, პირველ ადგილზეა. კასპელებმა ტურის საკუთარი შეხვედრა გუშინ, საკუთარ ქალაქში, ლიბერთისთან მოიგეს. დღეს კი დიღომი არენაზე დანარჩენი 2 მატჩი შედგა, რომელთაგან ერთში გრიფინის კონკურენტი ბლექ ფორტრესი…

მეტი...