ალექსანდრე კალანდაძე თბილისის “დინამოში” დაბრუნდა

24 წლის ცენტრალური მცველი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი უკანახაზელი, ალექსადრე კალანდაძე, პლოცკის “ვისლადან” მშობლიურ თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. ინფორმაცია ორივე კლუბმა დაადასტურა. კალანდაძემ პოლონურ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მან “ვისლას” ძირითად შემადგენლობში ფეხი ვერ მოიკიდა. სანდრო პოლონურ კლუბს გასულ სეზონში შეუერთდა და მის შემადგენლობაში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა. არადა, ის თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელია. თბილისის “დინამოსა” და…

მეტი...

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

24 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.  აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, დამტკიცდა საქართველოს 2026 წლის საშეჯიბრო დებულება და სკოლების კატეგორიზაციის დებულება. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ასევე გააცნეს 2026 წლის ეროვნული ლიცენზირების შედეგები.  ამასთან, ცვლილებაა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფორმატში, სადაც 2026 წლიდან იმოქმედებს გუნდების განთესვის სისტემა და გათამაშების დაწყებამდე შედგება…

მეტი...

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს.  ირის ანტმანის გუნდი საბერძნეთის წინააღმდეგ 3 მარტს გასამართი მატჩისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასას მოედანზე ემზადება. ტრავმირებული ანი აკობიძის ნაცვლად, რომელიც ნაკრებს საბერძნეთთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება, გუნდს ანანო წიქარიძე შეუერთდა.  ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვამზადოთ ფეხბურთელები, რათა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში…

მეტი...

ქუთაისის “ტორპედომ” პოლონეთიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ჩამოიყვანა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი დიეგო დეისაძე “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს. კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. დეისაძე “ტორპედოს” პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) კლუბ “ტერმალიცადან” შეუერთდა. ის ქუთაისური კლუბის აკადემიის აღზრდილია. მისი დებიუტი ახალგაზრდულ ნაკრებში სწორედ ქუთაისში, გასული წლის სექტემბერში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საკვალიფიკაციო მატჩში შედგა. იდეაში, ტანმაღალმა (193 სმ) დეისაძემ “ტორპედოდან” წასული ნორვეგიელი ფორვარდი, ბიორნ იონსენი უნდა შეცვალოს….

მეტი...