საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი დიეგო დეისაძე “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბი ავრცელებს. კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
დეისაძე “ტორპედოს” პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) კლუბ “ტერმალიცადან” შეუერთდა. ის ქუთაისური კლუბის აკადემიის აღზრდილია.
მისი დებიუტი ახალგაზრდულ ნაკრებში სწორედ ქუთაისში, გასული წლის სექტემბერში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საკვალიფიკაციო მატჩში შედგა.
იდეაში, ტანმაღალმა (193 სმ) დეისაძემ “ტორპედოდან” წასული ნორვეგიელი ფორვარდი, ბიორნ იონსენი უნდა შეცვალოს. მას სჭირდებოდა სათამაშო პრაქტიკა, რომელიც “ტერმალიცაში” არ ჰქონდა.