17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ჯგუფის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან.

მოახლოებულ შეხვედრებში 17-წლამდე ნაკრებს ლავრენტი დავითაშვილი უხელმძღვანელებს. ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩვენი გუნდი 18 ფეხბურთელით გაემგზავრება.