გორის “დილამ” ნიგერიელი ნახევარმცველი აიყვანა

20 წლის ნიგერიელი ცენტრალური ნახევარმცველი მალიკ ოლატუნჯი “დილას” ფეხბურთელია. მალიკმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, შემდეგ კი ჩეხური “სლავიას” (პრაღა) აკადემიაში ჩაირიცხა. “დილაში” გადმოსვლამდე ის ნორვეგიულ “სარპსბორგის” ღირსებას იცავდა.

ახალგაზრდა ნიგერიელი ფეხბურთელი ძირითადად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს. “დილაში” ხშირად ჩნდებიან საინტერესო ლეგიონერები და ოლატუნჯიც ერთ-ერთი მათგანი უნდა იყოს. ვნახოთ…