WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი 

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. 

B ლიგის მეორე ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. 

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიამ მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას 3:0 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა კი, მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.