გაგრამ რუსთავს დაუქამბექა

რუსთავმა სეზონში პირველად წააგო, გაგრამ კი პირიქით, პირველად გაიმარჯვა.  რუსთველები იგებდნენ სწრაფი გოლით, კერძოდ, დავით უბილავამ ითამაშა კარგად, ბურთი გააყოლა ჟან სოუზა დე ალმეიდას და ბრაზილიელმაც ტექნიკურად შეასრულა. 1:0. რუსთავს სეზონში ჯერ ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე ჟან სოუზა დე ალმეიდას ანგარიშზეა.  58-ე წუთზე გაგრელთა უკრაინელმა შემტევმა ანდრი ანდრეიჩუკმა ინდივიდუალური გარღვევა ლამაზი გოლით დაასრულა;…

მეტი...

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

დღეს სუპერლიგის მე-17 ტურის ერთი მატჩი ბათუმში გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა ტყიბულის ორბს უმასპინძლა და 80:71 (სტატისტიკა) დაამარცხა. საყურადღებოა, რომ ბათუმელებმა შეხვედრის მეორე პერიოდში მოპოვებული 18-ქულიანი უპირატესობა თითქმის ბოლომდე გაანიავეს. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ორბმა სხვაობა მინიმუმამდე (63:64) შეამცირა და თითქოს დაძაბული ფინალი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის სადავეების უკუპყრობა მოახერხეს. გიორგი ოჩხიკიძის დავით ლომიძისა…

მეტი...

მწვრთნელთა განახლებული გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის სემინარები გრძელდება

გრძელდებაა განახლებული „მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა“, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით მიმდინარეობს და რომლის პირველი ეტაპის ( C კატეგორია) გასავლელად და შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად 85 მწვრთნელი დარეგისტრირდა.  სანამ ტესტირება და გამოცდები ჩატარდებოდეს, 5 სემინარი დაიგეგმა საგამოცდო თემებზე. ოლიმპიური სასახლის B დარბაზმა ამ უქმეებზე რიგით მეორე და მესამე სემინარებს უმასპინძლა, რომელიც…

მეტი...

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, ქუთაისის და ივერიონის მოგებებით დაიწყო

სუპერლიგის მე-17 ტური დღეს 3 მატჩით, საინტერესოდ დაიწყო. 2 მატჩი გაიმართა თბილისი არენაზე, ხოლო ერთ შეხვედრას გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი – კსუ კავკასია და ზესტაფონის მარგვეთი შეხვდნენ. იმერული კლუბი საკმაოდ კარგ ფორმაშია და ლიდერებშიც მყარად დამკვიდრდა, კავკასიელებს კი ჩავარდნა ჰქონდათ, რადგან მაღალი მიზნებისა და ამბიციების მიუხედავად ცხრილში საკმაოდ…

მეტი...

მათე ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება პანათინაიკოსთან

დღეს სტარტი აიღო ევროპის ყველაზე პრესტიჟული და მძლავრი საკალათბურთო ლიგის ახალგაზრდულმა ტურნირმა, რომელიც თავის მხრივ ნომერი პირველი ახალგაზრდული თავშეყრის ადგილია. ევროლიგის NEXT STEP GENERATION გახლავთ კონტინენტის იმ გუნდების ტურნირი, რომლებიც ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდების გაზრდას, კალათბურთელებად ჩამოყალიბებას და გზაზე დაყენებას. ამ ტურნირში სხვადასხვა დროს არაერთ ქართველს უთამაშია, რომლებიც დღეს ნბა-ში არიან. ახალგაზრდულ ევროლიგაში წლეულს…

მეტი...

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

ქალთა 2027 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის ფანჯარა დაიწყო. მართალია, ამ ტურნირში ჯერ გუნდი არ გვყავს, მაგრამ საქმეში არიან ქართველი მსაჯები და ტექნიკური დელეგატი. საუბარია ფიბა-ს არბიტრებზე – კირილე თვაურზე, მიხეილ ვართანოვზე და ტექნიკურ დელეგატზე, მერაბ რატიშვილზე.  უკვე ხვალ, 14 მარტს, საქმეში ვიხილავთ მიხეილ ვართანოვს, რომელიც სალონიკში საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს იმსაჯებს. ხვალვე, მეზობელ აზერბაიჯანში…

მეტი...

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა მონაკომ ევროლიგაში ოლიმპიაკოსი დაამარცხა

2 მატჩი ევროლიგაში მთავარი მწვრთნელის ამპლუაში და 2 გამარჯვება – მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა “მონაკომ” პირეოსის “ოლიმპიაკოსი” დრამატულ ბრძოლაში, 81:80 დაამარცხა. მას შემდეგ, რაც მონაკოდან ბერძენი მთავარი მწვრთნელი, ვასილის სპანულისი გაუშვეს, დაანონსდა, რომ ევროლიგაში უახლოეს მატჩში გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი იქნებოდა. სწორედ ასეთი რამ მოხდა 2 წლის წინ, როცა გუნდიდან სერბი სპეციალისტი, საშა ობრადოვიჩი გაუშვეს….

მეტი...

ლიბერთიმ იმარჯვა და პლეი ოფში გავიდა | ვინგსმა ფრთები ბლექ ფორტრესთან გაშალა

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური დაიწყო. თბილისი არენაზე გაიმართა 2 მატჩი, რომლებშიც საკმაოდ მაგარი ბრძოლები იყო და საინტერესო შედეგებიც დაფიქსირდა. ლიბერთისა და ახალციხის მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. რომ წაეგო, ლიბერთი პლეი ოფში გასვლის შანსს კარგავდა, რაც ავტომატურად ლიგიდან გავარდნას, ან ადგილის შესანარჩუნებელ საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშს ნიშნავდა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და პირველი…

მეტი...

სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში მონაწილეობა კლუბებმა მიიღეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართული ორდღიანი ვორქშოფი დასრულდა. ღონისძიება UEFA-ს პროგრამა UEFA GROW-ის ჩართულობით გაიმართა. სამუშაო შეხვედრის პირველი დღე სფფ-ის მენეჯმენტისა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სესიებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მომდევნო წლების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. სამუშაო სესიის მეორე დღეს სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობაში მონაწილეობა…

მეტი...

დინამო ბათუმის მორიგი 1-1

სამგურალი 1:1 დინამო ბთ  პირველ ტაიმში ბათუმელები დაწინაურდნენ ლუკა ქაფიანიძის გოლით. რევაზ ჩიტეიშვილმა აუტი ჩააწოდა, სამგურალის მეკარე არსენ სიუკაევმა გამოსვლისას ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ქაფიანიძემაც დაამატა. ბათუმელები დიდხანს იგებდნენ, 84-ე წუთზე კი ნიკა ხორხელის ჩაწოდებას მოჰყვა ველისოლის თავური და 1:1.  ბათუმელებს ორ მატჩში ორივე ფრე აქვთ, სამგურალს კი ორი ფრის გარდა ერთი გამარჯვებაც აქვთ მოპოვებული.

მეტი...