დილა მეშახტესთან დამარცხდა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტური დასრულდა. ხუთშაბათს ორი მატჩი გაიმართა: ტყიბულის მეშახტემ გორში 1:0 მოუგო დილას, ხოლო წყალტუბოს სამგურალისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება 1:1 დასრულდა. დილა 0:1 მეშახტე ტყიბულის მეშახტემ ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. როგორც იცით, მეშახტე დებიუტანტია და 36-ე ქალაქია, რომლის გუნდსაც საქართველოს მთავარ ლიგაში უთამაშია. დღევანდელი თამაში დაძაბული გამოდგა და ერთადერთი…