მეკარეების მწვრთნელებს უეფას A ლიცენზიები გადაეცათ
მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის პირველი კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულებს უეფას ლიცენზიები გადაეცათ. მწვრთნელებს შესაბამისი ლიცენზიები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ზაზა ზამთარაძემ და მწვრთნელთა განათლების მეკარეების მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით გვარამაძემ გადასცეს. უეფას მეკარეების მწვრთნელთა A ლიცენზიის მფლობელი 17 მწვრთნელი გახდა. A ლიცენზიის კურსი მეკარეების მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. კურსის პროგრამა მოიცავდა როგორც…