დელტას წარმატებული სერია მარგვეთმა გურჯაანში შეწყვიტა
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა სუპერლიგაში და რეგულარული ჩემპიონატი მე-15 ტურით გაგრძელდა. დღეს პირველი შეხვედრა გურჯაანში გაიმართა, სადაც დელტამ ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა და წარმატებული სვლა შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ დელტამ სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის პირველ წრეში 10-დან 10 შეხვედრა წააგო, თუმცა შემადგენლობაში განხორციელებული როტაციისა და მოთამაშეთა საბრძოლო განწყობის ამაღლების შემდეგ წარმატებულ რელსებზე გადავიდა. მეორე წრეში გურჯაანელებმა ზედიზედ…