24 წლის ცენტრალური მცველი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი უკანახაზელი, ალექსადრე კალანდაძე, პლოცკის “ვისლადან” მშობლიურ თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. ინფორმაცია ორივე კლუბმა დაადასტურა.
კალანდაძემ პოლონურ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა. მან “ვისლას” ძირითად შემადგენლობში ფეხი ვერ მოიკიდა. სანდრო პოლონურ კლუბს გასულ სეზონში შეუერთდა და მის შემადგენლობაში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა. არადა, ის თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელია.
თბილისის “დინამოსა” და “ვისლას” გარდა, კალანდაძეს უთამაშია უნგრულ “ვიდეოტონშიც”. სანდრომ შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე. ამას არდა, 2 მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც.