გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვა მიმდინარეობდა EA Sports-ის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს ნაკრებისა და “ვილირეალის” შემტევმა აჯობა ფედერიკო ვალვერდეს (“რეალი”), ლუის მილიას (“ხეტაფე”), ტომა ლემარს(“ჟირონა”) და აბდე ელზალზულის (“ბეტისი”).
თებერვალში მიქაუტაძემ ლა ლიგაში 3 გოლი გაიტანა. მან “ესპანიოლის”, “ხეტაფესა” და “ლევანტეს” კარი აიღო. ამ თვეში “ვილიარეალი” კიდევ ერთ მატჩს გამართავს – 28 თებერვალს სტუმრად “ბარსელონას” ეთამაშება.