ქუთაისელებს საწყისი ორი მატჩი წაგებული ჰქონდათ, ამჯერად კი სამი ქულა აიღეს იბერია 1999-თან. დაძაბული მატჩი გამოდგა. 86-ე წუთი იყო, როცა იბერიელთა მცველი არმელ ზოური უხეშობისთვის გააძევეს. მალევე, თბილისელები სულაც ცხრა კაცით დარჩნენ, რადგან ამირან ძაგანიაც გააძევეს მეორე გაფრთხილების შედეგად. ეს მეორე ყვითელი სასტვენის მერე ბურთის გადაგდებისთვის უჩვენეს.
და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ტორპედომ მაინც გაიტანა. მატეო ითრაქმა ჩააწოდა და მცველმა ცოტნე ნადარაიამ თავური ზუსტად დაარტყა.