ვახტანგ სალიამ კარგად დაიწყო “ნიუკასლის” ახალგაზრდულ გუნდში – 18 წლის ფორვარდმა, პრემიერლიგა 2-ის შეხვედრაში, თავური დარტყმით აიღო “ლესტერის” კარი. ეს იყო მისი ოფიციალური დებიუტი.
“სალია უკვე მომწიფებული, ძალიან კარგი ფეხბურთელია. მე მსიამოვნებს მისი ხილვა როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე. ეგაა, რომ ჩვენ მასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის არის ახალგაზრდა და ჰქონდა სერიოზული ტრავმა.
ჩვენ ეს გარემოება უნდა გავითვალისწინოთ და არ უნდა ვიჩქაროთ. თავად სალია კმაყოფილი უნდა იყოს დღევანდელი თამაშით. კარგი გოლი გაიტანა და, დიდი იმედი მაქვს, რომ მისი სათამაშო დრო თანდათან გაიზრდება. ჩვენი შეტევის ხაზში დიდი კონკურენციაა და ეს კარგია”, – თქვა “ნიუკასლის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა რობი სტოკდეილმა.